ჩემი საქმეა!

მოგესალმებით, დღეს მე მინდა ვისაუბრო სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

პირველ რიგში მინდა ვიცოდეთ ვინ არის მოქალაქე?

მოქალაქეობა — პოლიტიკური და იურიდიული კავშირი ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის. ამ კავშირიდან მომდინარეობს მოქალაქის შესაბამისი უფლებები და მოვალეობები.

მოქალაქეობის რესპუბლიკური მოდელის გაგებით როდესაც მოქალაქეობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს მმართველობაში, პოლიტიკაში მონაწილეობა. მოქალაქეობის რესპუბლიკური გაგება გავრცელებული იყო ანტიკურ რომსა და საბერძნეთში მოქალაქეობის ლიბერალური მოდელის, რომელიც XVII საუკუნიდან განვითარდა, გაგებით მოქალაქეობა უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სტატუსია, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება.

არსებობს აგრეთვე განსხვავებები მოქალაქეობის უნივერსალურ და დიფერენციალურ თეორიებს შორის. უნივერსალური მოდელის მიხევით მოქალაქეობა არის სამართლებრივი სტატუსი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს ყველა წევრს ენიჭება თანაბარი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებები. მოქალაეობის დიფერენციალური მოდელი ეფუძნება განსხვავებების (კულტურული,რასობრივი, კლასობრივი, სქესობრივი და სხვ.) და პლურალიზმის პოლიტიკური მნიშვნელობის აღიარებას.

მოქალაქის როლი საზოგადოებაში

მრავალფეროვანია თანამედროვე საზოგადოებაში მოქალაქის შესაძლებლობები. როგორც წესი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მოქალაქის სრულწლოვანება, თუმცა მოხალისეობრივ პროექტებში დასაშვებია არასრულწლოვნების მონაწილეობაც.

მოქალაქის ჩართულობა მართალია ძირითადად ნებაყოფლობითია, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: მაგალითად, ნაფიც მსაჯულად შერჩევის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციები – უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი სოციალურ ცხოვრებაში არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში მონაწილეობაა, თუმცა ამ საკითხზე სხვა გაკვეთილში მოგითხრობთ.

მოქალაქეს შეუძლია, გაწევრიანდეს რომელიმე საზოგადოებრივ გაერთიანებაში (ასოციაცია, პროფესიული კავშირი, პოლიტიკური პარტია…). ამ გზით მას საშუალება ეძლევა, ყოველდღიურად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოაყალიბოს იდეები, როგორ წარმოუდგენია საკუთარი ქვეყნის განვითარება ან უფრო კონკრეტულად, რა სიახლეების დანერგვას ისურვებდა ამა თუ იმ სფეროში (განათლება, ეკონომიკა და სხვა), აკონტროლოს სახელმწიფო ორგანოების მუშაობა და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქის სოციალური როლი თემის განვითარებაში. მას შეუძლია, ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის საჭირო აქტივობებით დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს ან მოხუცებს; ჩაატაროს ან მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო ღონისძიებებში; იზრუნოს ცხოველების და ზოგადად, გარემოს დაცვასა და კეთილდღეობაზე.

ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ საყოველთაოდ საჭირო სერვისებს, როგორიცაა დასუფთავებაამისთვის ისინი ქმნიან მოხალისეების ჯგუფებს და რიგრიგობით ახორციელებენ საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობებს. ეს აქტივობები, ხშირად, არ არის ანაზღაურებადი ან მოქალაქეები მათ სანაცვლოდ მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ.

ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყოველი თქვენგანი უნდა გახდეს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე. ამაში დაგეხმარებათ დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნების კარგად გააზრება.

დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნებია:

თანასწორობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების გამჭვირვალობა, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებად დაყოფა, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა, პლურალიზმი.

მოქალაქის უფლებები და პასუხისმგებლობა

მოქალაქეს ასევე აქვს საკუთარისახელმწიფოს, ქალაქის ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა. თუმცა, ადამიანის უფლებებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხშირად, მოქალაქის ასაკზეა დამოკიდებული.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა“. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით სამხედრო სამსახურის ვალდებულება, როგორც წესი,მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცებს აქვთ.საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს აქვს ვალდებულება, შერჩევის შემთხვევაში, შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქცია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას – პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვებისინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას,იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე (მაგალითად, დარგოს ხე ან დაასუფთაოს საერთო ტერიტორია, უარი თქვას გარემოსთვის მავნე ნივთიერებების ან საგნების გამოყენებაზე და ა.შ.).ეს როლი ბუნებრივია ნებაყოფლობითია, თუმცა საზოგადოებებში, რომელთა მოქალაქეებიც პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, მათთვის ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა.

აქტიური მოქალაქე

active_citizenship_what1

დღეს ბევრი ადამიანისგან გავიგონებთ,რომ ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია,რომ მისი ძალისხმევა უმნიშვნელო იქნება და არაფერი გამოვა. სწორედაც აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს  საკითხებისადმი ამგვარი დამოკიდებულების უარყოფას და იმის რწმენას,რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია,რომ ერთ ადამიანსაც კი  შეუძლია ყველაფერი შეცვალოს და ამის ბრწყინვალე მაგალითები აქვს ისტორიას,იგივე მაჰათმა განდისსახით,რომელმაც საკუთარი მაგალითით შეძლო ინდოეთის საზოგადოებისაყოლიება და მშვიდობიანი,სამოქალაქო პროტესტით საკუთარ ქვეყანასდამოუკიდებლობა მოუპოვა,იგივე თუნდაც მარტინ ლუთერ კინგისსახით,რომელმაც საკუთარი მოღვაწეობით მნიშვნელოვნად შეცვალაამერიკაში შავკანიანთა მიმართ დამოკიდებულება. ეს ადამიანები არ ელოდებოდნენ იმას,თუ როდის დაუძახებდა მათ ვინმე და შესთავაზებდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას,მათ თავად ჰქონდათ იმის სურვილი,რომ რაღაც შეეცვალათ და შეძლეს კიდეც საკუთარი სურვილის განხორციელება.შესაბამისად,აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს ინიციატივის,სურვილის ქონას,ნიშნავსსოლიდარობას სხვათა მიმართ.სწორედ ეს სოლიდარობის განცდა აერთიანებსადამიანებს,აიძულებთ ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და ერთმანეთისუფლებებისთვის იბრძოლონ,რადგან ერთმანეთის უფლებების დაცვით ისინისაკუთარ უფლებებსაც იცავენ.მაგალითად,თუ ქვეყანაში მცხოვრები ერთი ადამიანი დაუშვებს მის გვერდით მყოფის უფლებების დარღვევას და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს,ამით იგი საფუძველს უყრის მომავალში თავისი უფლების დარღვევას.ეს ყველაფერი კარგად ჩანს პროტესტანტი პასტორის,მარტინნიმიოლერის ცნობილ გამონათქვამში:”როცა ნაცისტებიკომუნისტებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია,რადგან კომუნისტი არვყოფილვარ.ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,რადგან ებრაელი არვყოფილვარ.პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,რადგანპროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ.კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არამომიღია,რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინიყო დარჩენილი,რომ ხმა ამოეღო.”ეს სიტყვები შესანიშნავად გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების და აქტიური მოქალაქეობის არსს. სამოქალაქო საზოგადოება თანაბრად უფრთხილდება თავისი თითოეულიწევრის,ინტერესთა თითოეული ჯგუფის უფლებებს და ამ გზით იცავსსაკუთარ თავს და მთლიანად სახელმწიფოს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s